ფორმულა ერთის არაერთგზის ჩემპიონი მიხაელ შუმახერი გონს მოვიდა, ამის შესახებ ფრანგული გამოცემა შუმახერის ექიმზე დაყრდნობით იტყობინება. როგორც ცნობილია, შუმახერს პარიზის პომპიდუს საავადმყოფოში ღეროვანი უჯრედები გადაუნერგეს. იგი აღნიშნულ კლინიკაში რამდენიმე დღის წინ მიიყვანეს. სპორტსმენი 69 წლის გამოცდილი ექიმის, ფილი მენაშეს პირადი დაკვირვების ქვეშ იმყოფება.
შეგახსენებთ, შუმახერი საზოგადოებას დაახლოებით ბოლო 6 წელია არ უნახავს, მას შემდეგ რაც საფრანგეთის ალპებში თხილამურებით სრიალის დროს სერიოზულად დაშავდა. მან თავის დაზიანებები მიიღო და კომაში იყო.