ახალი Ford GT - უბრალოდ ძლიერი! EcoBoost აწერია, შიგნით კი, რეალურად, V6 ძრავაა - შედეგად მივიღეთ ”ფორდი”, რომელიც ისეთივე შთამბეჭდავია, როგორც "ფერარი". ყველა მედალს ორი მხარე აქვს. გამონაკლისი არც ეს Ford GT გახლავთ. კარგი ის არის, რომ ეს მანქანა გაუმჯობესებული ”მუსტანგი” - როგორც ცოტა ხანს ფიქრობდნენ. ცუდი კი ისაა, რომ V8 ძრავის ნაცვლად, ასეთი სუპერ-ავტომობილი V6 აგრეგატით უნდა დაკმაყოფილდეს. და ლოგიკურად ჩნდება კითხვა: საკმარისია კი EcoBoost ტექნოლოგიით შექმნილი მარტივი მოტორი სუპერსპორტული ავტომობილისთვის?
გამარჯობა! ამ მანქანას 656 ცხენის ძალა აქვს! 6-ცილინდრიანი ძრავა პილოტს ყურის უკან უგუგუნებს - ანუ, უმსუბუქესი ძარის შუაშია ჩადგმული. აგრეგატი 7-საფეხურიან ორქუროიან გადაცემათა კოლოფთან თანამშრომლობს და ნამდვილად არ არის ეკონომიური. ჩვეულებრივი მართვის დროს, საწვავის საშუალო ხარჯი 100 კილომეტრზე 17 ლიტრია. თუ აგრესიულად მართავ, რა თქმა უნდა, გაცილებით მეტს დაწვავს.