ავტომობილების მწარმოებელი ერთ-ერთი უძველესი კომპანია "ფორდი" 2021 წლისთვის ავტოპილოტიანი მანქანების გამოშვებას ჰპირდება მომხმარებელს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მანქანები, რომლებიც თავისით იმართება, დიდ გავლენას მოახდენს საზოგადოებაზე, როგორც ეს საუკუნის წინ "ფორდის" პირველმა მანქანამ შეძლო. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, მათ 5 წელიწადში სრულიად დამოუკიდებელი სრულყოფილი ავტომობილი მზად ექნებათ. როგორც აცხადებენ, მანქანას არ ექნება საჭე, მუხრუჭი ან გაზის სატერფული, რადგან ის მთლიანად გაიმართება კომპიუტერის მიერ.