ამერიკული კორპორაცია Ford-ი ევროპაში საკუთარი ბიზნესის რეორგანიზაციას აპირებს, რაც სამუშაო ადგილების შემცირებას ნიშნავს. კომპანიის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელის განცხადებით, ევროპაში ცალკეული საწარმოების დახურვაც განიხილება. როგორც Bloomberg წერს, კორპორაციის ევროპის განყოფილებებში 54 ათასი თანამშრომელია დასაქმებული, მათი უმეტესობა კი გერმანიაში, დიდ ბრიტანეთსა და ესპანეთში მუშაობს. ამ დროისთვის არ სახელდება ზუსტი რიცხვი, თუ რამდენი ადამიანის გათავისუფლება იგეგმება.
სააგენტოს ცნობით, Ford ევროპაში ისეთ სირთულეებს აწყდება, როგორიცაა ახალი ტექნოლოგიებისადმი ადაპტაცია, გარემოს დაცვის მარეგულირებელი გაძლიერებული კანონმდებლობა და Brexit -ით გამოწვეული ბაზარზე არსებული დაძაბულობა.