04:30
19 აპრილი, 2021, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
Forbes-მა თბილისი ვაქცინირებული მოგზაურებისთვის ერთ-ერთ საუკეთესო ევროპულ მიმართულებად დაასახელა
08-03-2021

Forbes-მა თბილისი ვაქცინირებული მოგზაურებისთვის ერთ-ერთ საუკეთესო ევროპულ მიმართულებად დაასახელა.

გამოცემა სტატიას აქვეყნებს, რომელშიც კოვიდპასპორტების შესახებაა საუბარი. პუბლიკაციაში დასახელებულია 15 საუკეთესო ევროპული მიმართულება მათთვის, ვისაც "კოვიდ-19"-ის წინააღმდეგ ვაქცინა ჩატარებული აქვს.

მასალაში ნათქვამია, რომ საქართველო ღიაა ვაქცინირებული მოგზაურებისთვის კარანტინისა და დამატებითი ტესტირებების გარეშე. თბილისის გარდა სიაში მოხვდა საბერძნეთის, ესპანეთის, დანიისა და სხვა ქვეყნების ქალაქები.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები