ამერიკულმა გამოცემამ Forbes-მა YouTube-ის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ბლოგერების ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა.
წლევანდელ რეიტინგშიც, როგორც გასულ წელს, პირველ ადგილს 8 წლის ამერიკელი რაიან კაჯი იკავებს, რომლის არხმაც Ryan's World-მა მას ბოლო 1 წლის განმავლობაში 26 მილიონი დოლარის შემოსავალი მოუტანა.
მეორე ადგილზეა ამერიკული იუმორისტული ბლოგი Dude Perfect, რომელმაც ერთ წლის განმავლობაში 20 მილიონი დოლარის მოგროვება შეძლო, ხოლო მესამე პოზიციაზე 5 წლის ანასტასია როზდინსკაია გავიდა, რომლის არხმა Like Nastya 18 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. ეს გოგონა მშობლებთან ერთად ფლორიდის შტატში ცხოვრობს და მის არხს უკვე 15 მილიონი ხელმომწერი ჰყავს.
რეიტინგში მეოთხე პოზიციაზე დუეტი Rhett and Link მოხვდა, რომლებმაც ბოლო 1 წლის განმავლობაში 17 მილიონ 500 ათასი დოლარი გამოიმუშავეს, ხოლო 17 მილიონი დოლარის შემოსავლით ლიდერთა ხუთეულს ჯეფრი სტარი ასრულებს.