ამერიკელი მსახიობი, პროდიუსერი და რესტლერი დუეინ ჯონსონი, ზედმეტსახელად „კლდე“ - კვლავ სათავეში ჩაუდგა მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობების რეიტინგს, რომელსაც Forbes-ი ყოველწლიურად აქვეყნებს.
როგორც ირკვევა, ბოლო 12 თვეში მსახიობმა 87 მილიონ 500 ათასი დოლარი გამოიმუშავა, თუმცა, ეს მილიონ 900 ათასით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელზე.
რეიტინგში მეორე ადგილზეა კანადელი რაიან რეინოლდსი, რომელმაც კალენდარული წლის განმავლობაში 71 მილიონ 500 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო სერიალებიდან Red Notice და 6 Underground. ხოლო მესამეზეა მარკ უოლბერგი 60 მილიონით. ის გადაიღეს სერიალში Spenser Confidential და იყო პროდიუსერი დოკუმენტური მინისერიალის McMillions.
მათ შემდეგ რეიტინგში მოდიან: ბენ აფლეკი, ვინ დიზელი, ბოლივუდის ვარსკვლავი აკშაი კუმარი და ბროდვეის მიუზიკლების შემქმნელი ლინ-მანუელ მირანდა. ხოლო პირველი ათეულის ბოლო პოზიციებზე არიან უილ სმიტი, ადამ სენდლერი და ჯეკი ჩანი.