კრიპტოვალუტების ბირჟის Gemini-ის დამფუძნებლებმა ტყუპმა ძმებმა კემერონ და ტაილერ უინკლვოსებმა პირველი ადგილი დაიკავეს ჟურნალ Forbes-ის მიერ წარმოდგენილ რეიტინგში, რომელიც ასახავს კრიპტოვალუტების ხარჯზე გამდიდრებული ბიზნესმენების ქონებრივ მდგომარეობას. საიტის ცნობით, თითო ძმის აქტივები კრიპტოვალუტების მიხედვით მილიარდ 400 მილიონ დოლარად არის შეფასებული.
რეიტინგში მეორე ადგილზეა სტარტაპ Bloq-ის დამფუძნებელი მეთიუ როსზაკი, რომლის აქტივებმა კრიპტოვალუტებში შეადგინა მილიარდ 200 მილიონი დოლარი. მესამეზეა სილიკონ ველის საინვესტიციო დინასტიის წევრი ტიმ დრეიპერი, მილიარდ 100 მილიონი დოლარის კრიპტოვალუტების აქტივებით. ხუთეულში ხვდებიან ასევე - MicroStrategy-ის ფინანსური დირექტორი მაიკლ სეილორი და Galaxy Investment Partners-ის დამფუძნებელი მაიკ ნოვოგრაცი.
როგორც Forbes წერს, კრიპტოვალუტების ბაზარზე სპეცილიზირებული ანალიტიკური სერვისის Messari-ის მონაცემებით, ამ დროისთვის არსებული ყველა ციფრული ვალუტის ღირებულება არის 920 მილიარდი დოლარი, 8 იანვარს კი ეს მაჩვენებელი 1 ტრილიონ დოლარს უდრიდა.