ამერიკულმა ჟურნალმა Forbes-მა ფარმაცევტული კომპანიების BioNTech და Moderna-ს ხელმძღვანელები 50 ახალი მილიარდერის ჩამონათვალში შეიყვანა, რომლებიც მუშაობენ ჯანდაცვის სფეროში და კორონავირუსის პანდემიის პირობებში გამდიდრდნენ. შესაბამისი მონაცემები ჟურნალმა საკუთარ ვებგევრდზე გაავრცელა.
როგორც Forbes-ი წერს, კორონავირუსის პანდემიამ გამოიწვია ის, რომ უმეტესობა ფარმაცევტული კომპანიების ხელმძღვანელებმა და ინვესტორებმა, რომლებიც ორიენტირებულნი იყვნენ ჯანდაცვის სფეროში ფულის ჩადებაზე, მნიშვნელოვნად გამდიდრდნენ. პირველ რიგში საუბარია, კომპანიების ხელმძღვანელებზე, რომლებიც მუშაობენ ვაქცინებზე, სამედიცინო აღჭურვილობასა და პრეპარატებზე.
გამოცემის ცნობით, BioNTech-ის გენერალური დირექტორის, თურქული წარმოშობის გერმანელის უგარ შაჰინის ქონება 4 მილიარდ 200 მილიონ დოლარადაა შეფასებული. Moderna-ს ყოფილი შეფის ფრანგი სტეფან ბანსელის ქონება კი 4 მილიარდ 100 მილიონია, ხოლო ამჟამინდელი ამერიკელი ხელმძღვანელების ტიმოტი სპრინგერის და რობერტ ლანგერის კაპიტალი კი შესაბამისად, ორ მილიარდსა და მილიარდ 500 მილიონ დოლარს შეადგენს.
ახალ მილიარდერებს შორის არიან სხვადასხვა ბიზნესმენები ჩინეთიდან, ინდოეთიდან, იტალიიდან, კანადიდან, შვეიცარიიდან, ჰონგ-კონგიდან და დანიიდან.