Forbes-მა 2019 წელს YouTube-ის ყველაზე შემოსავლიანი ვარსკვლავები დაასახელა.
8 წლის რაიან კაჯი თავის არხზე Ryan's World სათამაშოების მიმოხილვას აკეთებს. წელს მისმა შემოსავალმა $26 მილიონი დოლარი შეადგინა. რაიანი მშობლებთან და დებთან ერთად აშშ-ში, ტეხასში ცხოვრობს და თავისი 22 მილიონი გამომწერისთვის ახალ ვიდეოებს ყოველდღე აქვეყნებს.