ბიძინა ივანიშვილის შემდეგ Forbes-ის მილიარდერების რეიტინგში კიდევ ერთი ქართველი მოხვდა. ახალი მილიარდერი ყაზახური ფინტექ პლატფორმის “კასპის“ დამფუძნებელი მიხეილ ლომთაძეა. ამ დროისთვის რეიტინგში ლომთაძე 804-ე პოზიციაზეა და მისი ქონება 3 მილიარდ 800 მილიონ დოლარად არის შეფასებული.
“კასპი“ ყაზახეთის უდიდესი საგადახდო და ფინტეკური ანუ ფინანსური ტექნოლოგიების კომპანიაა. მას ყოველთვიურად 7 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.ოქტომბერში „კასპიმ“ ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმატებული IPO განახორციელა.
ცნობისთვის, მიხეილ ლომთაძე საქართველოში,ბათუმში 1975 წელს დაიბადა. ის ყაზახეთში აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა საქველმოქმედო აქციებში, ასევე ბევრ სოციალურ აქტივობებსაც ახორციელებს.