ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებული 27 ოჯახი ამ დრომდე ქირით ცხოვრობს. როგორც კრწანისის რაიონის გამგეობაში განაცხადეს 90 ადამიანი ქირით მანამ იცხოვრებს, ვიდრე კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოები არ დასრულდება. მათივე ინფორმაციით, ექსპერტიზის პასუხის თანახმად, კორპუსი გამაგრებას და რეაბილიტაციას ექვემდებარება.თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე ამ დრომდე მხოლოდ გაწმენდითი სამუშაოებია ნაწარმოები. ფონიჭალაში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად 15 ნოემბერს დედა-შვილი გარდაიცვალა და რამდენიმე ადამიანი დაშავდა.