დაკავებული ძმების ოჯახის წევრები ნარკოდანაშაულს უარყოფენ და აცხადებენ, რომ მათ სახლში ნარკოტიკული ნივთიერებები არ ინახებოდა. როგორც დაკავებულების ძმამ სამრატ ჯაფაროვმა განაცხადა, მათ საცხოვრებელ სახლში ნარკოტიკული საშუალება თავად სამართალდამცველებმა ჩადეს. მისი თქმით, სპეცდანიშნულების რაზმმა ოჯახის წევრები სახლიდან გაყარა, მოგვიანებით კი უთხრეს, რომ სახლში ნარკოტიკული საშუალებები იპოვეს. დაკავებულების ოჯახის წევრები შს სამინისტროსგან დაკავებულების დროულ გათავისუფლებას ითხოვენ. ასევე, ოჯახი ითხოვს დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებას. ოჯახი ასევე არ გამორიცხავს, რომ მომხდარი ფაქტი მეზობელთან არსებულ კონფლიქტს უკავშირდებოდეს.
იხილეთ:
"ჩვენ ვიცით, შეშაზე მუშაობენ" - მეზობლები ფონიჭალაში დაკავებული ძმების შესახებ