ფონიჭალაში 11 ნარკორეალიზატორი დააკავეს - Palitra News

ფონიჭალაში 11 ნარკორეალიზატორი დააკავეს

2020-09-23 11:11:55+04:00

ფონიჭალის დასახლებაში 11 ნარკორეალიზატორი დააკავეს. ინფორმაცია ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გიორგი ლილუაშვილმა გაავრცელა. დაკავებულებს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღება ედებათ ბრალად.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ყიდდნენ. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.

პოლიციამ, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, ფული და მობილური ტელეფონები ამოიღო. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.