ფონდი "ქართუ" გამოთქვამს მზადყოფნას, ნებისმიერი საჭიროების, შესაძლო ფინანსური თუ სხვა სახის დანაკლისის შემთხვევაში, სახელმწიფოს გამოუყოს იმ მოცულობის ფინანსური რესურსი, რაც საჭირო იქნება ვირუსის გავრცელების საფრთხისგან საზოგადოების მაქსიმალურად დასაცავად.
"ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს ბევრი გამოწვევა დაუძლევია და დარწმუნებულები ვართ, ცივილიზებული მსოფლიოს კვალდაკვალ, ერთმანეთის თანადგომით, ამ გამოწვევასაც წარმატებით გავუმკლავდებით", - ნათქვამია ფონდი "ქართუს" განცხადებაში.