ფონდი "ქართუ" 600 000 მოქალაქისთვის სასესხო დავალიანების ჩამოწერის საკითხზე კომენტარს აკეთებს. როგორც ფონდის გამგეობის თავმჯდომარე აცხადებს, "ქართუს" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, ამ წლის ბიუჯეტში ფონდს უკვე დარეზერვებული აქვს 100 მილიონი ლარი". ნიკოლოზ ჩხეტიანის თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ფონდი "ქართუ" აქტიურად მუშაობს ხელისუფლებასთან.