"ფოლკსვაგენი" ელექტრომობილების წარმოების გაფართოებას აგრძელებს. "როიტერსის" ინფორმაციით, გერმანული კომპანია ამ მიმართულებით, ინტენსიურად გამოიყენებს თავის ჩინურ საწარმოებს.
"როიტერსის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, „ფოლკსვაგენი“ ელექტრომობილების წარმოებისთვის, ჩინეთში თავის ორ ქარხანას ამზადებს. იქ წარმოება მომავალ წელს უნდა დაიწყოს. ორივე ქარხნის წარმოების წლიური მოცულობა 600 ათასი ავტომობილია. ისინი ანტინსა და ფოშუნში მდებარეობს.
„ფოლკსვაგენის“ ჯგუფი რამდენიმე ბრენდს აერთიანებს და რაც ელექტრომობილების წარმოების სწრაფად გაფართოებაში დაეხმარება. კომპანიის გეგმებით, ის 2025 წლისთვის ელექტრომობილების ბაზარზე მსოფლიო ლიდერი უნდა გახდეს.