მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი იზოლაციაში იმყოფება. ინფორმაციას „ფოქს ნიუსი“ ავრცელებს. გამოცემის თანახმად, მსოფლიოს მასშტაბით სულ მცირე 41 ქვეყნის 3 მილიარდი მოსახლეობა ნაწილობრივ ან სრულ კარანტინში ცხოვრობს, აქედან 2 მილიარდამდე მკაცრ იზოლაციაში.
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის უახლესი მონაცემების თანახმად, მსოფლიოში კორონავირუსული ინფექციის 488 ათას 400 შემთხვევაა. მათგან 115 ათას 800 ადამიანი განიკურნა, ხოლო 21 ათას 500 გარდაიცვალა.