ავიაკომპანია Fly Dubai პირდაპირი რეისების განხორციელებას თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების შემდეგ, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდანაც იწყებს. კერძოდ, ქუთაისი-დუბაის რეისზე ფრენები 14 ივნისიდან კვირაში 2 სიხშირით, ხუთშაბათსა და კვირას შესრულდება.