15:42
17 თებერვალი, 2020, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
გემრიელი მოგზაურობა
ფლამანდიური სიმარტივის, გერმანული სოლიდარობის და ფრანგული დახვეწილობის ნაზავი - რას წარმოადგენს ბელგიური სამზარეულო
05-12-2019

ბელგიის სამზარეულო უცნაური და ძალიან გემრიელი ნაზავია ფლამანდიური სიმარტივის, გერმანული სოლიდარობის და ფრანგული დახვეწილობის. ბელგიის სამეფო დასავლეთ ევროპაში მდებარეობს. მისი მოსაზღვრე ქვეყნები - ნიდერლანდები, გერმანია, ლუქსემბურგი და საფრანგეთი საკმაოდ დიდ გავლენას ახდენენ ბელგიის კულტურასა და ტრადიციებზე.   ბელგიურ სამზარეულოში მნიშვნელოვნად არის ასახული როგორც უშუალოდ ქვეყნის რეგიონული წეს-ჩვეულებები და ტრადიციები, ასევე, მეზობელი ქვეყნების სამზარეულოს კულტურა. ნათქვამია, რომ ბელგიური საკვები წააგავს გერმანულს რაოდენობით, მაგრამ ფრანგულს ხარისხით.

ქვეყნის საზღვრებს გარეთ ბელგია ცნობილია, როგორც გამორჩეული შოკოლადის, ვაფლის, ფრის და ლუდის ქვეყანა. თუმცა ისევე როგორც სხვაგან, აქაც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ჰამბურგერი და სპაგეტი "ბოლონეზე".

ბელგიურ სამზარეულოში ხშირად გამოიყენება, როგორც რეგიონული, ისე სეზონური ინგრედიენტები. მათ კერძებში უხვად გვხვდება: კარტოფილი, პრასები, ნაცრისფერი კრევეტები, თეთრი სატაცური და ადგილობრივი წარმოების ლუდი. ისინი ასევე ხშირად იყენებენ ევროპიდან შემოსულ ხორცს, ყველსა და კარაქს.

AutoPlay
ბებიების რეცეპტებით დამზადებული კერძები და საუკეთესო ლუდი - ყველაფერი ჩეხური სამზარეულოს შესახებ
30-01-2020
გემრიელი მოგზაურობა ტაილანდში - საუკუნოვანი ტრადიციები და კერძები, რომელთა დავიწყებაც შეუძლებელია
16-01-2020
გემრიელი მოგზაურობა პოლონეთში - ცენტრალური ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო სამზარეულო და მათი გამორჩეული სასმელები
09-01-2020
სასტუმროების და რეტორნების მენეჯმენტ ჯგუფ m|group-ს ახალი 24 საათიანი რესტორანი "მეტეხის უბანი" შეემატა
26-12-2019
დაბალანსებული გემოებისა და ჯანსაღი კვების სინთეზი - პოპულარული და გემრიელი პორტუგალიური სამზარეულო
19-12-2019
კარტოფილის, ლობიოს, სიმინდისა და ავოკადოს სამშობლო - ეგზოტიკური კულტურითა და კერძებით ცნობილი მექსიკა
28-11-2019
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები