ქვეყანაში კორონავურუსის პანდემიის ფონზე, სასურსათო მარაგების მართვაზე, ლოგისტიკასა და ტრანსპორტირებაზე ზედამხედველობას სოფლის მეურნობის სამინისტრო აქტიურად განაგრძობს. უწყებაში ამბობენ, რომ დღევანდელ რთულ ვითარებაში, მოსახლეობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი პურის ინდუსტრიის შეუფერხებელი ფუნქციონირება და პურზე ფასის შენარჩუნებაა. სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, დღეისათვის მარაგები საკმარისზე მეტია, წარმოების პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს და მოსახლეობას პურის მიწოდების კუთხით პრობლემები არ ექნებათ. ამასთან, წისქვილკომბინატებს საშუალება ეძლევათ მეტი მარაგები შექმნას და ფქვილზე სტაბილური ფასები შეინარჩუნონ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება ქვეყნის ყველა მსხვილ წისქვილკომბინატში ფქვილის წარმოების და ფასის მონიტორინგი.