ლარის გაუფასურების ფონზე, ფქვილის და ხორბლის მწარმოებლები არ გამორიცხავენ, რომ ტომარა ფქვილის ფასი კიდევ გაიზარდოს. არადა მიმდინარე ზაფხულში, როცა ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურების ყველა დროის რეკორდი მოხსნა და სამ ლარიან ნიშნულს მიუახლოვდა, ადგილობრივ ბაზარზე ფქვილის ფასი ტომარაზე დაახლოებით ორი ლარით გაიზარდა და 50 ლარს მიაღწია, თუმცა ამას მაშინ საბოლოო პროდუქტზე ანუ პურის ფასზე გავლენა არ მოუხდენია.
როგორც ცნობილია საქართველოში პური ერთ-ერთი მთავარისოციალური პროდქტია და მასზე ფასების ზრდა მძიმედ აისახება განსაკუთრებით მოსახლეობის სოციალურად მოწყვლად ფენაზე. ბოლოს საქართველოში პური გასული წლის დეკემბერში 5-10 თეთრით გაძვირდა. მაშინდელმა პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ კონკურენციის სააგენტოს პურის გაძვირების მიზეზების შესაწავლა დაავალა, თუმცა როგორც კონკურენციის სააგენტოში ამბობენ, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინფორმაციის დამუშავება.