ფიზიკურ პირებს, რომელთა ოჯახის ჯამური შემოსავალი 2017 წლის მდგომარებით 40 ათას ლარს აღემატება, ქონების დეკლარაციის წარდგენის ვადა 1-ელ ნოემბერს, გადასახადის გადახდის ბოლო ვადა კი 15 ნოემბერს ეწურებათ. ქონების გადასახადის გადახდა შესაბამის პირებს 2017 წლის მდგომარეობით საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, კატარღებზე, შვეულმფრენებზე, თვითმფრინავებსა და მსუბუქ ავტომობილებზე მოუწევთ.
ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი, ფიზიკურ პირს ჯარიმის სახით, ძირითადი ქონების გადასახადის 50%-ის გადახდა მოუწევს. ასევე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე თანხის გადაუხდელობისთვის, ძირითადი გადასახადის 0.05%-ის ოდენობის საურავი დაეკისრება.