2018 წლის ნოემბერში სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა. ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, გასულ თვეს კომერციულ ბანკებში წლიურმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 11,9% შეადგინა, რაც ოქტომბრის მაჩვენებელთან შედარებით 0,7%-ით მეტია.ამავე სტატისტიკის მიხედვით, უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი ფიზიკური პირებისთვის 6,5%-დან 6,8%-მდე გაიზარდა, იურიდიული პირებისთვის კი, პირიქით, 8,3%-დან 7,9%-მდე შემცირდა.
ეროვნული ვალუტით სესხების შემთხვევაში, საპროცენტო განაკვეთები ფიზიკური პირებისთვის 1,7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 19,6 პროცენტი გახდა, ხოლო იურიდიული პირების სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 11,1%-დან 11%-მდე შემცირდა.