საყდრისის ტერიტორიაზე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და RMG gold-ის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა.პარტიები მოითხოვენ საყდრისის მიმდებარედ იმ მიწის ნახვას, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს აუქციონზე გამოაქვს. მას შემდეგ, რაც პარტიების წარმომადგენლებმა საყდრისის ტერიტორიაზე შესვლაზე უარი მიიღეს, მათ შლაგბაუმის გადალახვა მაინც მოახერხეს.