დაპირისპირება მოხდა პარლამენტთან. არსებული ინფორმაციით დაპირისპირება მოძრაობა "შევინარჩუნოთ სიცოცხლის" წარმომადგენლებსა და რუსთაველზე განთავსებულ კარვებში მყოფ პირებს შორის მოხდა. დაპირისპირებაში მონაწილეობდა ასევე მალხაზ მაჩალიკაშვილიც. ინციდენტის განმუხტვა პოლიციის ჩარევის შემდეგ მოხერხდა.
სამართალდამცველებმა, დაპირისპირების ფაქტზე, ადმინისტრაციული წესით ორი პირი დააკავეს. უწყებამ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.