თბილისში, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა სამი პირი დააკავეს. ისინი რუსთაველის გამზირის გადაკეტვას ცდილობდნენ. პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა. სამი პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებითარის დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.ტყიბულელი მეშახტეების სოლიდარობის მიზნით რუსთაველზე აქციას „აუდიტორია 115“-ის და პროფკავშირების რამდენიმე წარმომადგენელი მართავს.ტყიბულის მინდელის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. ამ წუთებში ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. კადრებს ფეისბუქ გვერდზე ლიბერალი ავრცელებს.