ქობულეთის საკრებულოს შენობაში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს "ქართული ოცნებისა" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები დაუპირისპირდნენ.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ბონდო თედორაძემ "ქართული ოცნების" წევრებს "ზონდერები" უწოდა, რაზეც ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს ასევე "ზონდერები" უწოდა და უცენზურო სიტყვებით მოიხსენია, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოყვა.
სამართალდამცავებმა ქობულეთის საკრებულოს შენობიდან დაპირისპირებაში მონაწილე რამდენიმე პირი გაიყვანეს, ერთი ადამიანი კი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დააკავეს.