ფიზიკური დაპირისპირება მოხდა ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისთან სადაც მოძრაობა „სირცხვილია“ და „შეცვალე“ საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეებს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ. აქციაზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ერთ-ერთმა პირმა „შეცვალეს“ აქტივისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ეს კი თავის მხრივ „შეცვალეს“ წევრის შეძახილს:“სცემეთ ბებიათქვენი“ მოჰყვა. ვითარების განმუხტვა სამართალდამცველების ჩარევის შემდეგ რამდენჯერმე მოხერხდა. „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა რამდენჯერმე პოლიციის კორდონის გარღვევაც სცადეს, რომლითაც სამართალდამცველებს ორი სხვადასხვა აქციის წარმომადგენლები ერთმანეთისგან ჰყავდათ გამიჯნული. მოძრაობა „სირცხვილიას“ და „შეცვლეს“ წარმომადგენლები „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან მცხეთაში დიმიტრი ხუნდაძის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსთან მომხდარ ინციდენტს აპროტესტებდნენ.