ბათუმის საკრებულოში, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ელგუჯა ბაგრატიონსა და საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატ რაულ თავართქილაძეს შორის ფიზიკური დაპირისპირებაა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მოითხოვენ რაულ თავართქილაძემ საკრებულოს შენობა დაუყოვნებლივ დატოვოს, რადგან ის კოვიდინფიცირებულია. ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ანთაძის თქმით, რაულ თავართქილაძე გუშინ ბიუროს სხდომაზეც გამოცხადდა, ამიტომ ბიუროს სხდომაზე მყოფი ყველა დეპუტატი თვითიზოლაციაში უნდა გადავიდეს.
თავართქილაძე აცხადებს, რომ ინფიცირებული არ არის და მას ამის დასადასტურებლად სწრაფი ანტიგენ ტესტი აქვს გაკეთებული. თავართქილაძის თქმით, მისი მეუღლე არის ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირი და ამის გამო თვითიზოლაციაში იმყოფება.