ფიზიკური დაპირისპირება იყო ბათუმის მერიის სხდომათა დარბაზში. სამართალდამცველები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების სხდომათა დარბაზიდან გაყვანას ძალის გამოყენებით ცდილობდნენ. ოპოზიციის წარმომადგენლებს სურდათ ბთუმის მერ არჩილ ჩიქოვანისთვის შეკითხვები დაესვათ, მათი თქმით აუდიტის სამსახურის დასკვნასა და ქალაქში მიმდინარე უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით.