შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის წალკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1989 წელს დაბადებული ს.ს., ოჯახში ძალადობის ბრალდებით, წალკის რაიონის სოფელ არსარვანში დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ფიზიკურად გაუსწორდა ორსულ მეუღლეს - 1991 წელს დაბადებულ ჯ.ს.-ს, რომელიც, მომხდარის შედეგად, მარნეულის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ქალბატონს ტვინის მსუბუქი შერყევა დაუდგინდა. ასევე, დადგინდა, რომ ს.ს.-მ მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა წარსულშიც რამდენჯერმე მიაყენა.