ფიზიკურ პირებზე უცხოური ვალუტით სესხი გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ გასაცემი სესხის ოდენობა იმ მომენტისთვის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით 100 000 ლარს აღემატება. შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტის ავტორია საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინანსთა სამინისტრო, ხოლო ინიციატორი - საქართველოს მთავრობა. ცვლილებები შედის მთელ რიგ კანონებში, მათ შორის, „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში“.