2018 წლის თებერვლის მონაცემებით, კომერციული ბანკების მიერ ფიზიკურ პირებზე 28 მილიონ 300 ათასი ლარის სესხია გაცემული. ეროვნული ბანკის ცნობით, ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების მოცულობა წლიურად 8 მილიონ 800 ათასი ლარით გაიზარდა. კერძოდ, 2017 წლის თებერვლის მდგომარეობით, ეს მონაცემი 19 მილიონ 500 ათასი ლარი იყო.
ამასთან, ეროვნული ბანკის ცნობით, თებერვალში ფიზიკურ პირებზე გაცემული სამომხმარებლო სესხების მოცულობამ - 15 მილიონ 900 ათასი ლარი; იპოთეკური სესხების მოცულობამ კი 27 მილიონ 800 ათასი ლარი შეადგინა.