32 წლის მამაკაცს, რომელსაც ოჯახის წევრები სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ, პოლიციის თანამშრომლებმა დიღმის მასივში არსებულ მიტოვებულ ტერიტორიაზე, წყლით სავსე თხრილში მიაკვლიეს. Ambebi.ge-ს ინფორმაციით, იგი ერთ-ერთი ფიტნეს კომპანიის დირექტორია. 32 წლის მამაკაცი უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. სამართალდამცველებმა ის თხრილიდან უვნებლად ამოიყვანეს. ამოსაყვანად საჭირო გახდა სამაშველო სამსახურის გამოძახება.ჩვენი ინფორმაციით, მამაკაცის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია გლდანი-ნაძალადევის სამმართველოში 20 ივნისს შევიდა. პოლიციას ახალგაზრდა ქალმა მიმართა და აცნობა, რომ მისი მეუღლე 18 ივნისს გავიდა სახლიდან და მას შემდეგ, მასთან დაკავშირებას ოჯახი და მეგობრები ორი დღის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ.