შტატებსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობის ესკალაციის გამო 2020 წლისთვის გლობალური ეკონომიკის ზრდა შესაძლოა, 2012 წლის დროინდელ მინიმუმამდე შემცირდეს. ამის შესახებ Global Economic Outlook (GEO)-ის კვლევაშია ნათქვამი, რომელსაც სარეიტინგო კომპანია Fitch-ი გვთავაზობს.მოსალოდნელია, რომ 2019 წელს მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტი 2,6%-ით, ხოლო 2020 წელს 2,5%-ით გაიზრდება. ორივე მაჩვენებელი 0,2%-ით გაუარესდა წინა ანგარიშისგან განსხვავებით, რომელიც ივნისში გამოქვეყნდა. ცნობისთვის, 2018 წელს გლობალური ეკონომიკა 3,2%-ით გაიზარდა.ანგარიშის თანახმად, დიდი ოცეულის 19 ქვეყანაში 2019 წელს ეკონომიკური ზრდის ტემპები შენელდება, ხოლო 2020 წლისთვის გაუარესება 16 ქვეყანაში გაგრძელდება. ჩინეთში ეკონომიკური ზრდა ნავარაუდევი 6%-ის ნაცვლად 5,7%; ევროზონაში 1,3%-ის ნაცვლად 1,1%; შტატებში კი 1,8%-ის ნაცვლად 1,7% იქნება.