გივი ზალდასტანიშვილის ამერიკულ აკადემიაში FIRST Global საქართველოს გუნდმა, რომელიც ამერიკული აკადემიის, ვ. კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლისა და ი. ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის N42 საჯარო სკოლის მოსწავლეებისგან შედგება, მენტორთან ერთად მოწვეული სტუმრებისთვის რობოტიკის პროექტის პრეზენტაციას გამართა, რობოტის შესაძლებლობების დემონსტრირებას მოახდენს და ვაშინგტონის ოლიმპიადის გეგმებზე ისაუბრეს.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 16-18 ივლისს აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში FIRST Global-ის საინაუგურაციო საერთაშორისო შეჯიბრი გაიმართება. ოლიმპიური სისტემით ორგანიზებულ ამ ღონისძიებაში 160-ზე მეტი ქვეყნის გუნდი მონაწილეობს, რომელთა შემადგენლობაში 15-დან 18 წლამდე ასაკის ნიჭიერი ახალგაზრდები არიან. გუნდების წარმატება რობოტის დიზაინსა და ერთმანეთთან ეფექტურ თანამშრომლობაზეა დამოკიდებული.