ფლორენციის „ფიორენტინას“ ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, გუნდს ამიერიდან ჯუზეპე იაკინი გაწვრთნის. გამოცდილი იტალიელი სპეციალისტი „არტემიო ფრანკიზე“ 2021 წლის ზაფხულამდე იმუშავებს. იაკინმა ვინჩენცო მონტელა შეცვალა, რომელიც ორი დღის წინ წარუმატებელი შედეგების გამო დაითხოვეს.