ცნობილ მომღერალ ფინქს კორონავირუსი დაუდგინდა. მისი თქმით, ვირუსი ჰქონდა მის სამი წლის შვილსაც, თუმცა ისინი უკვე გამოჯამრთელდნენ და თავს კარგად გრძნობენ.
"ეს დაავადება სერიოზული და რეალურია. ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ ის ყველას შეიძლება დაემართოს: ახალგაზრდებს და მოხუცებს, ჯანმრთელებს და დაავადებულებს, მდიდრებს და ღარიბებს. ტესტირება უფასო უნდა იყოს და ხელმისაწვდომი, იმისთვის რომ დავიცვათ ჩვენი შვილები, ჩვენი ოჯახები, მეგობრები და საზოგადოება", - განაცხადა ფინქმა. მისივე თქმით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ხალხი სახლში დარჩეს.
"მომავალი ორი კვირა გადამწყვეტი იქნება. გთხოვთ, დარჩით სახლში. დარჩით სახლში!"- წერს ფინქი "ტვიტერის საკუთარ გვერდზე".