00:36
4 აპრილი, 2020, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
ფინკა ბანკი და "ჯიპიაი ჰოლდინგი" ფერმერებს შეღავათიანი აგრო სესხის პროგრამას სთავაზობენ
12-04-2018

"ჯიპიაი ჰოლდინგი“ და ფინკა ბანკი ფერმერებს შეღავათიან აგრო სესხსა და მოსავლის დაზღვევაზე სპეციალურ, შეღავათიან პირობებს სთავაზობენ. შესაბამის მემორანდუმს ურთიერთთანამშრომლობის შესახებ უკვე მოეწერა ხელი. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე თვეს უკვე ძალაში შედის სახლმწიფო სუბსიდირების პროექტის ახალი რეგულაციები. ფინკა ბანკისა და „ჯიპიაი ჰოლდინგის“ ეს ერთობლივი პროექტი კი აქტუალურია ფერმერებისთვის, რომელთა მოსავლის ნაწილს სახელმწიფო აზღვევს, ნაწილის დაზღვევა კი მათ საკუთარი სახსრებით უწევთ, რაც დამატებით ფინანსურ მხარდაჭერას მოითხოვს. ამ შემთხვევაში ის ფერმერები, რომლებიც მოსავალს დააზღვევენ ჯიპიაი ჰოლდინგში,  ისარგებლებენ სპეციალური სადაზღვევო პირობებითა და  0%-იანი აგრო განვადებით ფინკა ბანკში.  ამასთან, აღსანიშნავია, რომ 3 000-დან 60 000 ლარამდე აგრო სესხს ფინკა ბანკში ფერმერები  შეღავათიანი  პირობებით მიიღებენ.




გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები