ფინეთში, ქალაქ ტურკუში თავდასხმის შედეგად დაღუპულებს გლოვობენ. ინციდენტის ადგილზე მოქალაქეები სანთელბითა და ყვავილებით მიდიან. შეგახსენებთ, 18 აგვისტოს ეთნიკურად მაროკოელი ახალგაზდა, ადგილობრივებს ცივი იარაღით თავს დაესხა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, რვა კი დაშავდა. დაჭრილებს შორის იტალიისა და შვედეთის მოქალაქეები არიან. პოლიციამ თავდასხმას ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა. როგორც გაირკვა დამნაშავე გასულ წელს ფინეთში ლტოლვილის სტატუსით ჩავიდა, ხოლო მოგვიანებით მთავრობისგან თავშესაფარზე უარი მიიღო. ის ოთხ თანამზრახველთან ერთად დააკავეს.