ფინეთი რუსეთს საჰაერო სივრცის დარღვევაში ადანაშაულებს - Palitra News

ფინეთი რუსეთს საჰაერო სივრცის დარღვევაში ადანაშაულებს

2022-05-05 10:25:56+04:00

რუსეთის არმიის ვერტმფრენმა ფინეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. ფინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით

„საფრენი აპარატის ტიპი არის Mi-17 ვერტმფრენი, სავარაუდო დარღვევის სიღრმე კი დაახლოებით ოთხიდან ხუთ კილომეტრამდეა. რუსეთმა ფინეთის საჰაერო სივრცე წელს მეორედ დაარღვია. რუსული არმიის კუთვნილი სამოქალაქო სატრანსპორტო თვითმფრინავი 8 აპრილს ფინეთის საჰაერო სივრცეში მცირე ხნით შევიდა. შეგახსენებთ, ფინეთი და შვედეთი ნატო-ში შესაძლო გაწევრიანების საკითხს განიხილავენ.