მცირე და საშუალო ბიზნესი ფინანსური ანგარიშგების გამარტივებულ საერთაშორისო სტანდარტებზე გადადის. ახალი სტანდარტები იმ კომპანიებზე გავრცელდება, რომელთა წლიური ბრუნვა 2 მილიონი ლარიდან 100 მილიონ ლარამდეა. ხოლო კომპანიაში დასაქმებულთა რაოდენობა 10-დან 250-მდე მერყეობს. საქართველოში რეფორმის განხორციელებაზე ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურია, რომლის პარტნიორი თიბისი ბანკია. სპეციალისტთა აზრით, ფინანსური ანგარიშგების საერთაშოეისო სტანდარტებში მოქცევა ქვეყნანაში ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.