სავალდებულო ფინანსური აუდიტი კომპანიების ნაწილმა უკვე გაიარა. კერძოდ, 13 ნოემბრის მდგომარეობით ანგარიშგება 491-მა სუბიექტმა წარადგინა. მათივე ინფორმაციით, გაფრთხილება მიეცა 147 სუბიექტს, რომელთაც ანგარიშგების წარმოსადგენად 1-თვიანი ვადა განესაზღვრათ, ფულადი ჯარიმა კი ამ დროისთვის არ გამოყენებულა.ცნობისთვის, კომპანიებისთვის აუდიტის ვალდებულებას 2016 წლის ივნისში მიღებული კანონი ადგენს, რომლითაც კომპანიებს ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებით შედგენა და გასაჯაროება მოუწევთ. კანონში განსაზღვრული და გამოყოფილია ოთხი კატეგორია, რომელშიც კომპანიები შემოსავლის, აქტივებისა და დასაქმებულთა საშუალო რაოდენობის მიხედვით არიან გადანაწილებული. ამ კატეგორიებიდან სავალდებულო აუდიტის განხორციელება 2018 წლის 1-ელ ოქტომბრამდე 1-ელ და მე-2 კატეგორიაში შემავალ კომპანიებს მოუწიათ. ამ პერიოდიდან სავალდებულო აუდიტს ექვემდებარებიან ასევე საზოგადოებრივი დაინტერესების პირებიც, მათ შორის: კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და საინვესტიციო ფონდი და ა.შ.