ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 14 იანვარს 50 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ექვსმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ კი 157 მილიონ 348 ათასი ლარი შეადგინა. ამასთან, სებ-ის ცნობით, მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9 პროცენტით, მაქსიმალური 9.13 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.082 პროცენტით განისაზღვრა.