ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 12 ნოემბერს, 70 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა ხუთმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ კი 135 მილიონ 630 ათასი ლარი შეადგინა.
ამასთან, სებ-ის ცნობით, მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.71 პროცენტით, მაქსიმალური 9.07 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.971 პროცენტით განისაზღვრა.