ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 5 მარტს, 40 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა ოთხმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ კი 67 მილიონი ლარი შეადგინა.
ამასთან, სებ-ის ცნობით, მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.76 პროცენტით, მაქსიმალური 6.89 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 6.876 პროცენტით განისაზღვრა.