8 იანვარს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 40 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.ნ ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა ოთხმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ კი 80 მილიონი ლარი შეადგინა.
ამასთან, სებ-ის ცნობით, მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.11 პროცენტით, მაქსიმალური 7.18 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.159 პროცენტით განისაზღვრა.