ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა ხუთმა კომერციულმა ბანკმა მიიღო, მოთხოვნამ კი 37 მილიონი ლარი შეადგინა.
ამასთან, სებ-ის ცნობით, მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.57 პროცენტით, მაქსიმალური 6.67 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 6.606 პროცენტით განისაზღვრა.