ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ეროვნული ბანკის ცნობით, აუქციონში მონაწილეობა შვიდმა კომერციულმა ბანკმა მიიღო, მოთხოვნამ კი 73 მილიონ 829 ათასი ლარი შეადგინა.
ამასთან, სებ-ის ცნობით, მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.5 პროცენტით, მაქსიმალური 6.53 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 6.504 პროცენტით განისაზღვრა.